ფინანსთა მინისტრი - მცირე მთავრობის კონცეფცია მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის

მცირე მთავრობის კონცეფცია ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა ნიკოლოზ გაგუამ განუცხადა.მისი თქმით, მცირე მთავრობა ახალი პროგრამის ერთ-ერთი ცენტრალური ნაწილია, რომლის განხორციელება პრაქტიკულად უკვე დაიწყო.

"პარლამენტში უკვე წარდგენილია კანონპროექტი და ამის შემდეგი ეტაპები იქნება მომავალი წლის ბიუჯეტით ინიცირებული. ამ ცვლილებებით ვგეგმავთ მნიშვნელოვნად შემცირდეს მთავრობის ზომა. 2019 წლის ბიუჯეტი ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. მცირე მთავრობის კონცეფცია ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის",- განაცხადა გაგუამ.