თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა დასრულდა.მისივე თქმით, დედაქალაქის მერიასა და „სითი ინსტიტუტს“ შორის შეთანხმებული დოკუმენტი საკრებულოში გადასაგზავნად მზად არის.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ამ დოკუმენტში ქალაქის პრაქტიკულად ყველა ძირითად გამოწვევაზე არის პასუხი.
მათ შორის, როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, დოკუმენტში უზრუნველყოფილ იქნა შეზღუდვის ქმედითი ინსტრუმენტების დანერგვა, ქაოტური განაშენიანებისა და გეოლოგიური (გეოდინამიკური) თვალსაზრისით საფრთხის შემცველი არეალების სამშენებლოდ განვითარებისთვის,
ამ უბნებს შორისაა: ჟვანიას ქუჩის ნაწილი, ვერეს ხეობა, გლდანის ტბის მიმდებარე ტერიტორია და სხვა.