ტირაჟიანი „ლოტო 6/36“-ის მომხმარებლებს შესაძლებლობა ეძლევათ, საქართველოს ეროვნული ლატარიის ვებგვერდის www.lotto.ge.-ის საშუალებით შეიძინონ და შეავსონ ლოტოს ბილეთი და სახლიდან გაუსვლელად მოიგონ ჯეკპოტი.საქართველოს ეროვნული ლატარიის ონლიან პლატფორმის ფორმირებაზე, კომპანიის ტექნიკურ გუნდთან ერთად, მუშაობდა ლატარიის კომპანიებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის მიმწოდებელი, მსოფლიოში ცნობილი პოლონური კომპანია „Loterity“, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ეროვნული ლატარიის ონლიან პლატფორმა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, უსაფრთხო, სანდო და მოქნილი სისტემაა.
,,კომპანიის ონლაინ პლატფორმაზე მუშაობის პროცესში ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო ვებვერდზე რეგისტრირებული მომხმარებლების პერსონალური მონაცემების დაცვა და მინდა აღვნიშნო, რომ ეს ამოცანა, ჩვენი პოლონელი პარტნიორების ხელშეწყობით, წარმატებით დავძლიეთ. საქართველოს ეროვნული ლატარია მომხმარებლებს მომავალშიც ბევრ საინტერესო სიახლეს შესთავაზებს“, – აღნიშნა საქართველოს ეროვნული ლატარიის გენერალურმა დირექტორმა გიორგი გედევანიშვილმა.
საქართველოს ეროვნული ლატარიის „ლოტო 6/36“-ის ინტერნეტით ბილეთის შეძენა შეეძლება მხოლოდ 18 წელს მიღწეულ მომხმარებელს. რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც პირადი იმეილის, ისე Facebook-ისა და Google-ის ანგარიშების საშუალებით. რეგისტრაციის შემდეგ მომხმარებელს შეექმნება პირადი ვირტუალური ანგარიში.
აღნიშნული რეგისტრაციით მომხმარებელი შეძლებს თანხის შეტანას თავის ვირტუალურ ანგარიშზე სპეციალიზებული მოწყობილობების საშუალებით, კერძოდ, საბანკო ბარათებით, სწრაფი გადახდის აპარატებითა და ელექტრონული საფულეებით. შემდგომში კი ბილეთების შესაძენად და მოგებული თანხის გასატანად მომხმარებელი ვალდებულია, შეავსოს რეგისტრაციის დამატებითი ველები: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ან პასპორტის ნომერი, გეოგრაფიული მდებარეობა (ქალაქი, ქვეყანა), საცხოვრებელი მისამართი, სქესი, ტელეფონის ნომერი და გაიაროს ვერიფიკაცია.
ბილეთების შეძენის გარდა, მომხმარებელს საშუალება ექნება, მარტივად მართოს ანგარიში, მოგებული თანხა, განაღდების მიზნით, გადაიტანოს საკრედიტო ბარათსა და ელექტრონულ საფულეზე ან ვირტუალური ბალანსიდან შეიძინოს მომდევნო გათამაშების ბილეთები.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ლატარია აქტიურად მუშაობს ISO სერტიფიკატის მიღებაზე, რაც გულისხმობს ტექნიკური უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისობის აღიარებას.