დედოფლისწყაროში ხანძარია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ხმელ ბალახს გაუჩნდა, რის შემდეგაც დაიწვა მომიჯნავედ არსებული პურის ყანის ნაწილიც, 2 ჰა-მდე ფართი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამჟამაც ცეცხლი ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საშიშროება არ არსებობს. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.