„ოპეკის წევრებს უნდა ესმოდეთ, რომ ბენზინზე ფასები იზრდება და ისინი ცოტას თუ აკეთებენ იმისათვის, რომ მათ დაიკლონ. მათ გამო ფასები იზრდება, მაშინ როცა აშშ ხელს უწყობს ორგანიზაციის ზოგიერთი წევრი ქვეყნის უსაფრთხოებას. გზა უნდა იყოს ორმხრივი მოძრაობის. დაუწიეთ ფასებს ახლავე!“ - დაწერა ტრამპმა ტვიტერზე
მან გასულ კვირას ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „ოპეკი“ სანავთობო ბაზრებით მანიპულირებს და მათ ურჩია შეწყვიტონ ეს.
თეთრი სახლის ლიდერს მიაჩნია, რომ ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს მართებთ ნავთობმოპოვების გაზრდა 2 მილიონი ბარელით დღეღამეში, შედეგად კი ნავთობზე ფასები დაიწევს, გაიაფდება ბენზინიც.
ცნობისათვის, დონალდ ტრამპის ამ განცხადების შემდეგ ნავთობზე ფასების კლება დაიწყო. დღეს თბილისის დროით 8 საათისთვის მსოფლიო ბირჯებზე Brent მარკის ნავთობზე ფასი 0,7%-ით - ერთ ბარელზე 77,69 დოლარამდე შემცირდა, ხოლო ამერიკულ WTI მარკის ნავთობზე 0,34%-ით, 73,89 დოლარამდე ბარელზე.
კოკა კვირკველია