თბილისში შესაძლოა, მუნიციპალური საცხოვრებელი ფონდი შეიქმნას.აღნიშნულის შესახებ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაშია საუბარი.
„გენგეგმაში საცხოვრებელ ტერიტორიების განვითარება ორიენტირებულია მათ შორის:
დაბალი, საშუალო და მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელი რაიონების ოპტიმალური თანაფარდობის უზრუნველყოფით საშუალო ინტენსივობის საცხოვრებელი რაიონების პრიორიტეტული განვითარებისაკენ; შეუსაბამო ტერიტორიების ადაპტაციასა ან შეუსაბამობის აღმოფხვრისკენ; მუნიციპალური საცხოვრებელი ფონდის შექმნაზე და განვითარებაზე ექსტრემალური სიტუაციების, დროებითი შესახლების და სხვა დანიშნულებების მიზნით,“-აღნიშნულია დოკუმენტში.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა დასრულდა. თბილისის მერიამ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დასამტკიცებლად საკრებულოს გუშინ გადაუგზავნა.