ყოფილი სამრეწველო ტერიტორიების ინვენტარიზაცია დედაქალაქში 2019-2022 წლებში უნდა მოხდეს

დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში კვლავ რჩება ყოფილი სამრეწველო ტერიტორიების საკითხი.კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, თბილისში ყოფილი სამრეწველო ტერიტორიების ინვენტარიზაცია-შეფასება უნდა მოხდეს, რისთვისაც ვადად 2019-2022 წლებია განსაზღვრული.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ წარმომადგენლები ხშირად საუბრობდნენ. მათივე ინფორმაციით, თბილისში ყოფილი სამრეწველო ობიექტების ტერიტორიები 800 ჰექტარ მიწის ფართობს მოიცავს.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა დასრულდა. თბილისის მერიამ დოკუმენტი საკრებულოს დასამტკიცებლად გუშინ გადაუგზავნა.