ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
უმდიდრესი ფრანგების ქონება სამჯერ გაიზარდა

საფრანგეთის 500 უმდიდრესი ადამიანის ქონება ბოლო 10 წლის განმავლობაში სამჯერ გაიზარდა და ჯამში 650 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Challenges საკუთარ კველვაზე დაყრდნობით წერს.

კვლევის თანახმად 2018 წლის მდგომარეობით უმდიდრესი ფრანგების ქონება ქვეყნის მშპ-ს 30%-ს შეადგენს, მაშინ როცა 2009 წელს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 10% იყო. გამოცემა აღნიშნავს, რომ 650 მილიარდიანი მაჩვენებელი აქამდე საფრანგეთში არასოდეს მიღწეულა.

აღსანიშნავია, რომ უკვე ზედიზედ მეორე წელია ამ რეიტინგს სათავეში უდგას კორპორაცია LVMH თავკაცი ბერნარ არნო, მისი და მისი ოჯახის კაპიტალი ამ დროისთვის 73,2 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ის არა მხოლოდ ფრანგულ რეიტინგშია ლიდერი, არამედ მსოფლიო რეიტინგში მეოთხე ადგილზეა.

ფრანგების რეიტინგში კი მეორე ადგილზეა 40 მილაირდით Chanel-ის მფლობელი ძმები ალენ და ჟერარ ვერტჰაიმერები. მესამეზე არის Herms-ის ხელმძღვანელი აქსელ დიუმა. მას მცირედით ჩამორჩება 39,6 მილიარდით ფრანსუა ბეტანკურ-მეიერი, რომელიც არის l'Oral-ის მფლობელი. ხუთეულს კი კრავს სუპერმარკეტების ქსელ Auchan-ის მფლობელი ჟერარ მიულე, მისი ქონება 38 მილიარდია.

გამოცემის ინფორმაციით, პირველად 1996 წლის შემდეგ მილიარდერების რიცხვმა 100-ს გადააჭარბა, მაშინ როცა 10 წლის წინ საფრანგეთში მათი რიცხვი სამჯერ ნაკლები იყო. გამოცემა იმასაც დასძენს, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში 500 მდიდარი ფრანგის ქონება 140%-ით გაიზარდა.

კოკა კვირკველია