სოფელ მესტიაში სტიქიის შედეგად რამდენიმე სახლი დაიტბორა, დაზიანდა ინფრასტრუქტურა და გზა, - ამის შესახებ სოფლის მაჟორიტარმა ზაზა ვიბლიანმა განაცხადა.მისი თქმით, სოფელში სრულიად მოშლილია ინფრასტრუქტურა და ხალხი პანიკაშია.
„სოფელი ორადაა გაყოფილი. მოსახლეობის ნაწილი ერთ მხარესაა დარჩენილი, მეორე კი - მეორე მხარეს. პანიკაც შეიმჩნევა ხალხში. სახლების გარკვეული რაოდენობა დატბორილია. წაღებულია სოფელში არსებული ყველა ხიდი, ერთის გარდა. სოფელი მოწყვეტილია სხვა სოფლებს ისე, რომ ერთიდან მეორეში გადასვლა შეუძლებელია. აქ არის ყველა შესაბამისი სამსახური. ადიდებულია მდინარე, ჩამოიშალა მთის ნაწილი და მთლიანად მოდის ეს მასა. ამ დროისთვის მისი დონე შედარებით დაწეულია“, - თქვა ვიბლიანმა.
შეგახსენებთ, რომ ძლიერი წვიმების შედეგად ჭუბერში, მთა ჩამოიშალა, რის შედეგადაც მდინარე ნენსკრა ადიდდა. ჭუბერის თემის რწმუნებულის ინფორმაციით, 10 თემი და ჭუბერის მთელი ხეობა გარესამყაროსაა მოწყვეტილი.
ადგილობრივების ინფორმაციით, მდინარე ნენსკრა ადიდების შედეგად ჭუბერის ცენტრში მოედინება სოფელ ჭუბერის მოსახლეობის განცხადებით, მდინარე ნენსკრა ასეთი ადიდებული არასოდეს უნახავთ და ეშინიათ, დღეს ღამით მდინარე კიდევ უფრო არ ადიდდეს.