შეერთებულ შტატებში ახალი მსუბუქი ავტომობილების გაყიდვები რეკორდულად დაბალ დონეზეა და ასე თუ გაგრძელდა, წლის ბოლოს მათი გაყიდვების მოცულობა ბოლო 60 წლის მინიმალურ მაჩვენებელს განაახლებს.
გამოცემა „ავტომოტივ ნიუსის“ ინფორმაციით, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ გაყიდვების ახლანდელი ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, წლის მაჩვენებელი მხოლოდ 5.3 მილიონი იქნება, ანუ ყველაზე ნაკლები 1985 წლის შემდეგ.
საავტომობილო ინდუსტრიის ანალიტიკაზე ორიენტირებულ კომპანია „ედმუნდსის“ ინფორმაციით, იმ პირთა წილი, რომლებმაც ძველი მსუბუქი ავტომობილის (სედანი, ჰეჩბეკი, კუპე, უნივერსალი) გაყიდვის შემდეგ ახალი შეიძინეს, 53 პროცენტამდე შემცირდა. იმავე კომპანიის მონაცემებით, 2014 წელს ეს წილი 68 პროცენტი იყო. „ედმუნდსის“ უფროსი მენეჯერი აივენ დრური ამბობს, რომ ამის მიზეზი, ენერგოეფექტური პიკაპები და უგზოობის მოდელები და ქროსოვერებია.
„სულ უფრო მეტი მომხმარებელი აცნობიერებს, რომ უგზოობის ავტომობილები და პიკაპები, წინამორბედებთან შედარებით, ნაკლებ საწვავს მოიხმარენ. ამიტომ ისინი სედანების ყიდვას აღარ აპირებენ და არჩევანს უგზოობის მოდლებზე და პიკაპებზე სულ უფრო ხშირად აკეთებენ“, - ამბობს დრური.
სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ „ფორდი“ ამერიკის ბაზრისთვის, მალე მსუბუქი ავტომობილების მიწოდებას შეწყვეტს. ამ კლასიფიკაციის შესაბამისი მოდელებიდან, მის შეთავაზებაში მხოლოდ „მუსტანგი“ დარჩება. იგივე მიმრთულება აქვს აღებული „ფიატ კრაისლერსაც“, რომლის შარშანდლ გაყიდვებშიც, მსუბუქი ავტომობილების წილად მხოლოდ 10 პროცენტი მოდიოდა.