ეძებ საჩუქრად საუკეთესო ქართულ ღვინოს? – 10 რჩეული ღვინო, რომელიც მალე საქართველოს სავიზიტო ბარათი გახდება

ქართული ღვინო რომ მსოფლიოში უძველესია, ამაზე აღარვინ დავობს, მისი უნიკალურობაც უკვე აღიარებულია.საქართველოში კი ღვინის, როგორც ძვირფასი საჩუქრის ტენდენცია უფრო და უფრო ძლიერდება. უკვე ტრენდულია სახელობითი ღვინის ბოთლები და ეტიკეტები, უნიკალური ჯიშის შეზღუდული რაოდენობით ჩამოსხმული ღვინოები.

სულ ახლახანს კი ქართული ღვინის უნიკალური სასაჩუქრე ნაკრებიც შეიქმნა, რომელიც 10 რჩეულ ღვინოს აერთიანებს. გასულ წელს პალიტრა მედიამ დაიწყო უნიკალური პროექტი „10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო სანამ ცოცხალი ხარ“. პროექტი უკვე დასასრულს უახლოვდება და 10 რჩეული ღვინოც უკვე გამოვლენილია. პროექტი ორ ეტაპად დაიყო: პირველ ეტაპზე სახალხო ხმის მიცემაში 250 000-მდე ადამიანი ჩაერთო. ხმას აძლევდნენ როგორც ონლაინ და ბეჭდურ მედიაში, ასევე ფესტივალებსა და საჯარო თავშეყრის ადგილებზე გამართულ ბრმა დეგუსტაციებზე. შედეგად გამოვლინდა ღვინის რჩეული სახეობები. მეორე ეტაპზე კი აღნიშნული სახეობების საუკეთესო მწარმოებლები პროფესიონალმა ქართველმა და ფრანგმა ღვინის ექსპერტებმა გამოავლინეს. ამ 10 რჩეული ღვინისგან უკვე შეიქმნა 5-5 ბოთლიანი შეფუთვები, რომელიც საუკეთესო საჩუქარია არამარტო ქართველებისთვის, არამედ უცხოელებისთვისაც. აღნიშნული კომპლექტების შეძენა ჯერ მხოლოდ წინასწარი შეკვეთით არის შესაძლებელი ექსკლუზიურად www.allwine.ge -ზე და მათი რაოდენობა ლიმიტირებულია. აღსანიშნავია ისიც, რომ allwine-ს ონლაინ მაღაზიაში მისი შეძენა ექსკლუზიური ფასდაკლებით 129 ლარად შეგიძლიათ, როცა მისი სტანდარტული ფასი 150 ლარი იქნება. ყველას ვინც წინასწარი შეკვეთით შეიძენს კომპლექტებს მათ მიიღებას მითითებულ მისამართზე 10 ივლისიდან სრულიად უფასოდ.

bpn

ღვინის ექსპერტთა შეფასებით, პროექტი 10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო სანამ ცოცხალი ხარ, სულ მალე საქართველოს სავიზიტო ბარათად იქცევა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. გამარჯვებული 10 ღვინის სია კი ასე გამოიყურება:

ახალშენი 2005 - "საფერავი“

თელიანი ველი - "ტვიში“

მეღვინეობა ბესინი - "წინანდალი“

მარანული - "ახაშენი“

ბატონო - "ქინძმარაული“

გიუაანი - "რქაწითელი“,

თბილღვინო - "ხვანჭკარა“

შატო ნეკრესი - "მუკუზანი“

კონჭო და კომპანი - "ქისი“

კორპორაცია ქინძმარაული - "მწვანე“