რა ხდება ჭუბერში ამ დროისთვის - ვიდეომასალა სტიქიის ზონიდან

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში მეორე დღეა სტიქიას ებრძვიან.მთის მასის ჩამოშლის შედეგად გამოწვეული პრობლემების სალიკვიდაციო სამუშაოები სვანეთში წუხელ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადგილზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან გაიგზავნა დამატებითი სამაშველო ჯგუფები.

მდინარე ნენსკრა ამ დრომდე ადიდებულია და მისი კალაპოტში დაბრუნებისთვის მუშაობა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

მოსახლეობის ნაწილმა, რომელთა სახლები გუშინ მოვარდნილმა ღვარცოფმა დააზიანა, ღამე ნათესავების სახლში გაათენა.

„ინტერპრესნიუსის“ გადამღები ჯგუფი სტიქიის ზონაში მუშაობს. გთავაზობთ ვიდეომასალას, რომელიც ჭუბერში ამ დროისთვის არსებულ ვითარებას ასახავს.