ამერიკის ახალი გადასახადები, რომელიც ამერიკაში იმპორტირებულ ჩინურ პროდუქციაზე დაწესდა, თავად ჩინეთისთვის უმნიშვნელო ეფექტის მქონე იქნება და მისი მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას მხოლოდ 0,2%-ით შეამცირებს.
ამის შესახებ ჩინური საინფორმაციო პორტალი Sina ჩინეთის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წევრზე მა ცზიუნზე დაყრდნობით წერს.
„50 მილიარდის მოცულობის სავაჭრო ომი ჩინეთის ეკონომიკაზე მხოლოდ გავლენას შეამცირებს“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ მათი გათვლებით ეს გამოიწვევს ჩინეთის მშპ-ს ზრდის დინამიკის შემცირებას 0,2%-ით. „აღნიშნულ თემას უკვე 2 თვეზე მეტია განვიხილავთ და მას უკვე მიეჩვივნენ საბანკო, ეკონომიკური და სამრეწველო წრეები“ - დასძინა მან.
ექსპერტის განცხადებით, სავაჭრო ომი ჩინეთსა და აშშ-ს შორის, რომელიც 6 ივლისს დაიწყო, დიდად გავლენას ვერ იქონიებს ბაზრის კაპიტალზე და ვალუტის კურსზეც. მა ცზიუნმა დასძინა, რომ ვაშინგტონის პროტექციონიზმი ხელშესახებ ნეგატიურ ეფექტს მოუტანს ცალკეულ კომპანიებს. ამ კომპანიებს კი ჯერ კიდევ აქვთ დრო მიიღონ ზომები, რომელიც ხელს შეუწყობს ამ ნეგატიური ეფექტის შემცირებას.
კოკა კვირკველია