ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზების 2017 წლის მაჩვენებლებს აქვეყნებს.როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, წინა წელს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ აუქციონზე იპოთეკით დატვირთული 1 695 უძრავი ქონება გაყიდა, საიდანაც, 1 258 საცხოვრებელი ფართი იყო.
ამასთან, რაც შეეხება უძრავ ქონების სხვა ტიპებს, 1 695-დან 211 არასაცხოვრებელი ფართი, 198 - მიწის ნაკვეთი და 28 - ნაგებობა და სხვა ქონება იყო.