„ბიზნესში უმთავრესია, კონცენტრაცია უმნიშვნელოვანესზე მოახდინო. მე ვქმნიდი მხოლოდ იმას, რასაც თავადვე უდიდესი სიამოვნებით მოვიხმარდი“, - ეს სიტყვები facebook-ის დამფუძნებელს მარკ ცუკერბერგს ეკუთვნის.მარკ ელიოტ ცუკერბერგი, რომელიც რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია, 1984 წელს დაიბადა. ცუკერბერგმა Facebook შექმნა თანაკურსელებთან, დასტინ მოსკოვიჩთან, ედუარდ სევერინთან და კრის ჰაგისთან ერთად ჰარვარდში სწავლის პერიოდში. თუმცა Facebook-ის ისტორია უფრო ადრე იწყება, მას საფუძველი ნიუ-ჰემფშირის პრესტიჟულ სკოლა-პანსიონში – ფილიპს ეკსეტერის აკადემიაში – ჩაეყარა.იქ მარკ ცუკერბერგს სასწავლებლის ფოტო და სამისამართო წიგნაკი ჰქონდა, ეგრეთ წოდებული The Photo Address Book. მერე იყო ჰარვარდი, 2004 წლის მარტიდან კი thefacebook-ი ჰარვარდის კედლებს გასცდა.
2004 წლის შუა პერიოდში მარკ ცუკერბერგმა კომპანია დაარეგისტრირა და გენერალური დირექტორის თანამდებობა დაიკავა. სოციალური ქსელის მომხმარებელთა რიცხვმა 2004 წლის ნოემბერში მილიონს გადააჭარბა. ნახევარი წლის შემდეგ კი პიტერ ტილის მეშვეობით
კომპანიამ სერიოზული შემოსავალი – 12,7 მილიონი დოლარი მიიღო კომპანია Accel Partners-სგან.
მარკმა 2005 წლის აგვისტოში 200 ათას დოლარად შეისყიდა დომენი facebook.com, რომელიც კომპანიის ოფიციალურ სახელწოდებად იქცა. 2005 წლის შემოდგომაზე უკვე სოციალურ ქსელს 5 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავდა. მალე პორტალმა თავისუფალი რეგისტრაცია გამოაცხადა – ნებისმიერ მომხმარებელს ელექტრონული მისამართით შეეძლო დარეგისტრირება. 30 წლის ასაკიდან ზემოთ ადამიანთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და ქსელმა ინტერნეტში ლიდერის ადგილი განიმტკიცა – ამერიკის უპოპულარეს ვებგვერდებს შორის მეშვიდე პოზიციაზე იყო.
ვინ არის მარკ ცუკერბერგი? რა გზა გამოიარა? ვინ და რატომ უჩიოდა სასამართლოში ახალგაზრდა მილიარდერს? მარკ ცუკერბერგის ცხოვრების და კარიერის შესახებ ბიოგრაფიულ წიგნს სერიაში „ბიზნეს გენია“ „გამომცემლობა პალიტრა L“ გთავაზობთ. (იყიდეთ - წიგნი. იხილეთ - ელ.ვერსია. იხილეთ - წიგნი)