12 ივლისს ვარშავაში ქართულ-პოლონური ბიზნეს ფორუმი გაიმართება

12 ივლისს, ქალაქ ვარშავაში, სასტუმრო „რედისონში“ ქართული და პოლონური ბიზნეს დელეგაციები ერთმანეთს ბიზნეს ფორუმზე შეხვდებიან.

ფორუმი, რომელზეც უკვე 100 ზე მეტი ქართული და პოლონური კომპანია დარეგისტრირდა, „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს“ ორგანიზებითა და კომპანია IBCCS-ის თანადგომით ტარდება.

დაინტერესებულ ქართულ კომპანიებს ჯერ ისევ შეუძლიათ მიმართონ „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს“ და რეგისტრაცია გაიარონ.