ხელვაჩაურში ტურისტული ობიექტების აღრიცხვა მიმდინარეობს

ხელვაჩაურში არსებული ტურისტული ობიექტების აღრიცხვა და მონიტორინგი მიმდინარეობს.

ხელვაჩაურის მერიის ცნობით, მერიის წარმომადგენლებმა კაფე-ბარებისა და საოჯახო სასტუმროების მეპატრონეებს ობიექტების მიმდებარე ტერიტორიების სანდასუფთავების, ჰიგიენისა და მომსახურების მინიმალური სტანდარტების დაცვისკენ მოუწოდეს.

ტურისტული ობიექტების აღრიცხვა და მონიტორინგი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა ერთი კვირის წინ დაიწყო და რამდენიმე დღეში დასრულდება.