საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ ახალი (Greenfield) საინვესტიციო პროექტების/შეთავაზებების ერთიანი ბაზის ფორმირება დაიწყო, - ამის შესახებ ინფორამციას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს.
მათი ცნობით, აღნიშნული ბაზის ფორმირება იმ მიზნით დაიწყო, რათა შემდგომში ინფორმაციის გავრცელება პოტენციურ ინვესტორებთან მოხდეს.
„საინვესტიციო პროექტების/შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის გავრცელება სხვადასხვა ღონისძიებების ფარგლებში მოხდება, რომლებსაც საქართველოსა და სამიზნე ბაზრებზე სააგენტო "აწარმოე საქართველოში" განახორციელებს.
სექტორული კუთხით პრიორიტეტი ენიჭება აუთვისებელი და ნიშური ინდუსტრიების განვითარებას, რასაც ქვეყანაში საშუალო და გრძელვადიანი სოციალური და ეკონომიკური ზეგავლენა ექნება. ამასთანავე, საინვესტიციო პროექტის/შეთავაზების საინვესტიციო მოცულობა უნდა აღემატებოდეს 5 მლნ ლარს,“ - ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.