მერკელი ამერიკულ ავტომობილებზე გადასახადის შემცირების მომხრეა

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მზადაა ევროპაში იმპორტირებულ ამერიკულ ავტომობილებზე გადასახადი დაწიოს. ამის შესახებ მან დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრ ტერეზა მეისთან ერთად გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

მერკელის თქმით, ამ ნაბიჯს ევროკავშირის განიხილავს, თუმცა ის ვერ იქნება მხოლოდ ამერიკისთვის, არამედ იქნება ყველასთვის, ვისი ავტომობილების იმპორტიც ხდება ევროკავშირის ქვეყნებში. „ამიტომ ჩვენ ამ საკითხზე ინტენსიურად ვმუშაობთ და მალე განვსაზღვრავთ ერთიან სატარიფო პოლიტიკას“, - განაცხადა მერკელმა.

შეგახსენებთ, ამერიკასა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ურთიერთობები ბოლო თვეებში გაუარესდა. 22 ივნისიდან ევროკავშირში ძალაში შევიდა 25%-იანი გადასახადი იმპორტირებულ ამერიკულ პროდუქციაზე. ეს გახდა საპასუხო ნაბიჯი ვაშინგტონის მიერ მანამდე მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც 1-ლი ივნისიდან ევროპულ ალუმინსა და რკინაზე 25%-იანი გადასახადის დაწესებას ითვალისწინებს.

კოკა კვირკველია