ბენ აფლეკმა გადაწყვიტა, ჯორჯიაში საკუთარი ქონება გაყიდოს.სამი სახლი და 35 ჰექტარი უზარმაზარი ტერიტორია 8,9 მლნ დოლარად იყიდება. მსახიობმა ეს ყველაფერი 2003 წელს, ჯენიფერ ლოპესთან ურთიერთობის დროს შეიძინა. სამივე შენობა განსხვავებულ სტილშია მოწყობილი.
მთავარი „დიდი სახლი“ 560კვ.მ ფართობს შეადგენს. აქვს 4 საძინებელი, ხის იატაკები და 5 მეტრიანი ჭერი.
მეორე, სასტუმრო სახლის საერთო ფართობი 930 კვ.მ-ს შეადგენს. აქვს 5 საძინებელი, შენობა გარშემორტყმულია აივნებით. მაღალი ჭერი, იატაკი და კედლები ხის გახლავთ, კიბეები კი რკინის.
ყურადღებას იმსახურებს მესამე სახლიც. ეს გახლავთ, არცთუ ისე დიდი ზომის საზაფხულო კოტეჯი, რომელსაც აქვს ქვის იატაკები, ხის თაღები და უზარმაზარი ბუხარი სამზარეულოში. იხილეთ ფოტოგლერეა