საქართველოს რამდენიმე დღეში რობოტი სოფია ეწვევა, რომელიც მსოფლიოში პირველი რობოტია, რომელმაც მოქალაქეობა მიიღო.ადამიანს მაქსიმალურად მიმსგავსებული რობოტი სოფია საქართველოს დედაქალაქს "ღია მმართველობის პარტნიორობის" (OGP) სამიტის ფარგლებში ესტუმრება, რომელიც თბილისში 17-19 ივლისს იმართება.
საერთაშორისო სამიტს OGP-ს წევრი 96 ქვეყნის წარმომადგენლები და ადგილობრივი მონაწილეები - სახელმწიფოს მეთაურები, მთავრობის წევრები, მინისტრები, საჯარო მოსამსახურეები, პარლამენტის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოების წევრები, საერთაშორისო ფონდები, მკვლევარები, აკადემიკოსები და ჟურნალისტები დაესწრებიან.
OGP-ის 2018 წლის საერთაშორისო სამიტის მთავარი თემა სამოქალაქო ჩართულობა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და საჯარო სერვისების მიწოდება იქნება.
შეკრებილი საზოგადოების წინაშე რობოტი სოფია 18 ივლისს მთაწმინდის პარკში დაახლოებით სამი საათისთვის წარდგება თემით "საჯარო მომსახურების ინოვაციები".
სესიის განხილვის ერთ-ერთი თემა იქნება ის, თუ როგორ შეიძლება ხელოვნურმა ინტელექტმა გარდატეხა მოახდინოს ადამიანებისთვის საჯარო სერვისების მიწოდების სფეროში. იხილეთ სრულად