მარკ ცუკერბერგმა მილიარდერების რეიტინგში უორენ ბაფეტს გაასწრო

Bloomberg-ის მილიარდერების „ცოცხალ“ რეიტინგში სოციალურ ქსელ Facebook-ის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა საინვესტიციო კომპანია Berkshire Hathaway-ის ხელმძღვანელს უორენ ბაფეტს გაუსწრო.

გამოცემის მონაცემებით, ცუკერბერგის ქონებამ 81,6 მილიარდი დოლარი შეადგინა, ეს კი 373 მილიონით მეტია ბაფეტის ქონებაზე. ამავე გამოცემაში წერია, რომ ცუკერბერგის ქონების ზრდა Facebook-ის აქციებზე ფასების ზრდამ გამოიწვია.

რაც შეეხებათ ლიდერებს, მას კვლავინდებურად ჯეფ ბეზოსი უდგას სათავეში რეკორდულად მაღალი 142 მილიარდის კაპიტალით., მეორეა ბილ გეითსი 94,2 მილიარდით. ამის შემდეგ კი ცუკერბერგი.

გამოცემა აქვე დასძენს, რომ პირველად პლანეტის უმდიდრესი ადამიანების სამეული დააკომპლექტეს ადამიანებმა, რომლებმაც საკუთარი ბიზნესი საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში შექმნეს.

კოკა კვირკველია