ჭუბერის ხეობაში, დროებითი ხიდის დამონტაჟების სამუშაოები დღეს დილიდან მიმდინარეობს.ხიდი ჭუბერის ცენტრში მონტაჟდება. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, დროებითი ხიდის სამშენებლო სამუშაოები 3-4 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს მდინარე ნენსკრას ძველ კალაპოტში დაბრუნება.
საავტომობილო გზის მონაკვეთზე ტექნიკა მუშაობს და გზის გაწმენდითი და გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე მუშაობენ ელექტროენერგიის აღდგენაზეც. გუშინ, საღამოს საათებში შესაძლებელი გახდა ნენსკრას მარცხენა სანაპიროზე აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდება.
მდინარის დონე ივლისის თვისთვის დამახასიათებელ ნიშნულს მიუახლოვდა, შესაბამისი სამსახურები წყლის დონის მომტებას არ პროგნოზირებენ.