წელს მართვის მოწმობის პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლის 108 834 შემთხვევა დაფიქსირდა - რამდენი ჩაიჭრა და რამდენმა ჩააბარა?

მიმდინარე წელს, მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის 108 834 შემთხვევიდან 71% ჩაჭრით დასრულდა.Allnews.ge საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე წერს, რომ 2018 წლის პირველ ნახევარში საქართველოს მასშტაბით მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე 57 378 გასვლა დაფიქსირდა, საიდანაც 31 316-მა გამოცდა წარმატებით ჩააბარა, 26 062-მა პირმა კი ვერ ჩააბარა. რაც შეეხება პრაქტიკულ გამოცდას, 2018 წლის პირველ ნახევარში 108 834 გასვლა დაფიქსირდა, საიდანაც წარმატებით 31 894 ჩაბარება დაფიქსირდა, ხოლო წარუმატებელი - 76 940.

გასულ წელს კი შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე სულ 143 854 გასვლა დაფიქსირდა, საიდანაც 80 659 შემთხვევაში გამოცდის წარმატებით გადალახვა დაფიქსირდა, ხოლო 63 195 შემთხვევაში - წარუმატებელი. გამოცდის პრაქტიკული ნაწილზე კი 345 053 გასვლა დაფიქსირდა, მათგან წარმატებული 74 877 აღმოჩნდა, წარუმატებელი - 170 176. 

წყარო: ALLNEWS.GE