ონლაინ ვაჭრობა მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და სწრაფად განვითარებადი მიმართულებაა.ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ მსოფლიოს ყველაზე დიდი ინტერნეტ მაღაზიის „ამაზონის“ დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი „ფორბსის“ მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში წლიდან წლამდე წინ მიიწევდა და ახლა უკვე სიის სათავეშია.
მსოფლიო ტრენდს მიჰყვება საქართველოც. ადგილობრივ თუ საერთაშორისო მაღაზიებს უფრო და უფრო მეტი მომხმარებელი ჰყავთ. თუმცა გაზრდილ მოთხოვნასთან ერთად, გაიზარდა რისკებიც. ბოლო პერიოდში გამოჩნდა უამრავი ე.წ. ონლაინ მაღაზია, რომლებიც რეალურად არა ონლაინ მაღაზიის პრინციპით, არამედ სოციალური ქსელის საშუალებით შეკვეთით მუშაობენ. მათი სანდოობის განსაზღვრა საკმაოდ რთულია, რადგან სრულიად არარეგულირებადი მიმართულებაა და კონტროლს არ ექვემდებარება. შესაბამისად, იმატა უკმაყოფილო მომხმარებლების რაოდენობამაც. ადამიანები მარტივად ტყუვდებიან ლამაზი ფოტოებით, რომლებსაც აღნიშნული მაღაზიები სთავაზობენ. უმეტეს შემთხვევაში კი მიღებული პროდუქცია, იქნება ეს ტანსაცმელი, ფეხსაცმელი თუ სხვა სახის აქსესუარი სრულიად განსხვავდება ამ ლამაზ ფოტოზე გამოსახული ანალოგისგან.
ონლაინ მაღაზიების თაღლითობისგან თავი რომ დაიცვათ, გაითვალისწინეთ:
• ერიდეთ არარეალურად დაბალ ფასებსა და შემოთავაზებებს.
• გადაამოწმეთ ინტერნეტ მაღაზიის ისტორია და თვალი ადევნეთ მომხმარებელთა გამოხმაურებას.
• ივაჭრეთ ოფიციალურ ონლაინ მაღაზიებში და არა სოციალურ ქსელებში შექმნილ გვერდებზე. ოფიციალურ წარმომადგენლობასთან ურთიერთობა ხარისხის და უსაფრთხოების ერთადერთი გარანტიაა.
ონლაინ მაღაზია, ონლაინ მაღაზია Paradisi.ge-ის მარკეტინგის მენეჯერი ნინო ავალიშვილი,
რომელიც 2013 წლიდან საქართველოში New Balance-ს ოფიციალური წარმომადგენელია, გირჩევთ როგორ გაარჩიოთ ოფიციალური ონლაინ მაღაზია არაოფიციალურისგან:
„პირველ რიგში, ნუ ენდობით ლამაზ-ლამაზ ფოტოებს. ის კომპანიები, რომლებიც ყიდიან არაორიგინალ ფეხსაცმელს, ასევე იყენებენ ორიგინალი ფეხსაცმელების ფოტოებს. შესაბამისად, ფოტოებით არაორიგინალის გარჩევა თითქმის შეუძლებელია. კომპანიამ გაყიდვისას უნდა დაიცვას კანონის შესაბამისი ნორმები, თუ კომპანია გთავაზობთ მხოლოდ ხელზე გადახდას, ან ანგარიშზე თანხის ჩარიცხვას, არ ენდოთ მას. თუ მაღაზია ყიდის ორიგინალს, მას თავისუფლად, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეუძლია ონლაინ გადახდების ინტეგრაცია. ხოლო მაღაზიაში ყიდვისას, მაღაზია ბრენდირებული უნდა იყოს კონკრეტულად იმ ბრენდის შესაბამისი ლოგოებით, დასახელებით. ენდეთ ბრენდის ოფიციალურ წარმომადგენლებს, მხოლოდ მათ შეუძლიათ გაყიდონ ორიგინალი პროდუქცია. ეს ასეა ნებისმიერ ბრენდში. თუ გეუბნებიან, რომ შეკერილია ამერიკაში, ინგლისში, საფრანგეთში, იტალიაში ... - ეს არ ნიშნავს, რომ ნივთი აუცილებლად ორიგინალია.
უფრო მეტიც, დღევანდელ დღეს მხოფლიოს ყველა ბრენდს აქვს ქარხნები აზიის ქვეყნებში და სწორედ იქ იკერება ბრენდების დაკვეთით ორიგინალი პროდუქცია. „ნიუ ბალანსის“ შემთხვევაში კი, თუ ამერიკაში ან ინგლისში არის შეკერილი, ეს მოდელი საგრძნობლად მაღალფასიანია სხვა მოდელებთან შედარებით, შესაბამისად ნუ მოტყუვდებით, რომ შესაძლებელზე დაბალ ფასად შეძლებთ ორიგინალი „ნიუ ბალანსის“ შეძენას, რომელიც Made in USA, Made in UK სახელით არის ცნობილი,“ - განმარტავს ნინო ავალიშვილი.
ონლაინ ვაჭრობა თანამედროვე ცხოვრების გადატვირთულ რეჟიმში მართლაც დიდი კომფორტია. ხოლო თუ თქვენ ზემოთ აღნიშნულ წესებს დაიცავთ, ინტერნეტით ვაჭრობა თქვენი საყვარელი საქმიანობა გახდება