Mercedes-Benz-ის გაყიდვები 2013 წლის შემდეგ პირველად შემცირდა

გერმანული ავტომობილების მწარმოებელმა კომპანიამ Daimler AG-მა ივნისში მსუბუქი ავტომობილების გაყიდვების შემცირების შესახებ გამოაცხადა.

კომპანია აღნიშნულს ამერიკაში მომხდარ ხანძარს უკავშირებს, რამაც გამოიწვია მისი გაყიდვების მნიშვნელოვანი შემცირება შტატებში. ერთ-ერთ ფაქტორად სახელდება ასევე აშშ-ჩინეთს შორის გაჩაღებული სავაჭრო ომი.

კომპანია Daimler AG-მ გასულ თვეს 2,6%-ით ნაკლები ავტომობილი გაყიდა, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, რაოდენობრივად კი ეს არის 203,783 ერთეული მსუბუქი ავტომანქანა. Financial Times-ის ინფორმაციით, Mercedes-Benz-ის გაყიდვების შემცირება ფიქსირდება პირველად 2013 წლის თებერვლის შემდეგ. მიუხედავად ამ მაჩვენებლისა, კომპანია მის უმთავრეს კონკურენტებს BMW-ს და Audi-ის წლიურ მაჩვენებელში მნიშვნელოვნად უსწრებს და მის ლიდერობას პრემიუმ კლასში საფრთხე არ ემუქრება.

მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში კი კომპანიის ავტომობილების გაყიდვებმა შეადგინა რეკორდულად მაღალი 1,9 მილიონი ერთეული, რაც 3,9%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლზე.

კოკა კვირკველია