საგამომცემლო სახლი Independent Media პირველი კომპანია აღმოჩნდა რუსეთის მედია-ბაზარზე, რომელმაც საკუთარ საიტებზე დანერგა ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ მოხდეს Google AdExchange-ზე მუშაობის ოპტიმიზაცია.
ტექნოლოგია, რომელიც კომპანია Roxot-მა შეიმუშავა, ახდენს ავტომატიზირებული აუქციონების ანალიზსს რეკლამების გაყიდვების მიხედვით და პროგნოზირებს, თუ რამდენი სარეკლამო დამკვეთია მზად მომხმარებლისთვის ნაჩვენებ რეკლამაში გადაიხადოს. ზუსტი პროგნოზირება საშუალებას იძლევა რეკლამების გაყიდვების ფასი გაიზარდოს და შესაბამისად საიტის შემოსავლები გაზარდოს 10-30%-ით.
Roxot-ის პირველი ტესტი ორი თვის წინ ჩაეშვა, მათ აჩვენეს, რომ ის ახდენს მუშაობის ოპტიმიზებას ისეთ დონეზე, რომელიც ადამიანს არ შეუძლია.
კოკა კვირკველია