„თბილსერვის ჯგუფი“ სასტუმრო „რუმს თბილისთან“ მიწისქვეშა გადასასვლელის რეაბილიტაციას იწყებს

„თბილსერვის ჯგუფი“ მერაბ კოსტავას ქუჩაზე, სასტუმრო „რუმს თბილისის“ მიმდებარედ არსებული მიწისქვეშა გადასასვლელის რეაბილიტაციას იწყებს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, სარემონტო სამუშაოები მიმდინარე წლის 10 ივლისიდან 24 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, დროებით შეიზღუდება მიწისქვეშა გადასასვლელით სარგებლობა.

„თბილსერვის ჯგუფის“ ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში განხორციელდება მოსაპირკეთებელი სამუშაოები, რის შედეგადაც მიწისქვეშა გადასასვლელს პირვანდელი იერსახე დაუბრუნდება.