ქალაქ მარნეულში, №1 საჯარო სკოლის მშენებლობა დაიწყო, რომელიც მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზაურ ტაბატაძემ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა პროექტის განხორციელება საგანმანათლებლო სფეროში მნიშვნელოვნად და ერთ-ერთ წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასეს.
ქალაქ მარნეულის №1 საჯარო სკოლის მშენებლობა 6 ივლისს დაიწყო და 2019 წლის აპრილში დასრულდება. მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, სკოლა 196 ბავშვზეა გათვლილი, რისთვისაც სახელმწიფო 1 514 760 ლარს დახარჯავს.