მატარებლებით და "მეტროს" ავტობუსებით მგზავრობა გაძვირდა

1 ივლისიდან "მეტროს" ავტობუსებითა და საქართველოს რკინიგზის მატარებლებით მგზავრობის საფასურმა მოიმატა.როგორც Allnews.ge-ს "მეტროს" ავტობუსების წარმომადგენელმა განუმარტა, თბილისი-ბათუმის მიმართულებით მგზავრობის საფასური 25 ლარის ნაცვლად 30 ლარი ღირს.

რაც შეეხება რკინიგზას, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის ინფორმაციით, მაგისტრალური მიმოსვლის ყველა სამგზავრო მატარებელზე მიმდინარე წლის 1 ივლისიდან 24 სექტემბრის ჩათვლით, ამოქმედდა ფიქსირებული ტარიფები, კერძოდ, ბილეთის ფასმა 4-5 ლარით მოიმატა. ბიზნეს-კლასით მგზავრობის საფასური 99 ლარია, პირველი კლასით - 60, ეკონომ კლასი - 24 ლარი. რაც შეეხება ღამის მატარებელს, პირველი კლასით მგზავრობის საფასური 40 ლარია, ხოლო ეკონომ კლასის - 23 ლარი.

შეგახსენებთ, ტურისტული სეზონის დაწყებისას, გარკვეულ მიმართულებებზე როგორც მატარებლით, ისე "მეტროს" ავტობუსებით მგზავრობის ფასები იზრდება.

წყარო: ALLNEWS.GE