გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში მსოფლიოში უკიდურესი სიღარიბის გადალახვის დადებითი დინამიკის შესახებ საუბრობს.„მსოფლიოში იმ მომუშავეთა წილი, რომელთაც არ შეუძლიათ საკუთარი ოჯახების უკიდურესი გაჭირვებიდან ამოყვანა, მნიშვნელოვნად შემცირდა“, - ამის შესახებ საუბარია გაეროს გენერალური მდივნის მოხსენებაში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2000 წელს უკიდურესი სიღარიბის ზღვარს მიღმა ადამიანების 27 % იყო, დღეის მდგომარეობით კი 9 %-ია. „ჯერ კიდევ რჩება სიღარიბის მძაფრი კერები სოფლებში, სადაც მოსახლეობა სიღარიბის უმაღლეს დონეზეა“, - განაცხადა გუტიერეშმა. მისი აზრით, სიღარიბესთან გამკლავებას უნდა დაეხმაროს სოციალური დაცვის ინსტიტუტების განვითარება.