პროექტი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ არ პასუხობს ევროპის სტარტეგიულ ინტერესებს, თუმცა ევროკავშირის ცალკეულმა ქვეყნებმა დაიკავეს სხვა პოზიცია, - ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა დონალდ ტუსკმა განაცხადა.
„ახალი არაფერის თქმა არ შემიძლია, ჩვენ განვიხილეთ პროექტი და ვცდილობთ მივიღოთ მანდატი ენერგეტიკული კანონების გამოყენებაზე ევროკავშირში, თუმცა სამწუხაროდ, ზოგიერთ ქვეყანას სხვა პოზიცია აქვს. ჩემი პირადი აზრია, რომ ეს არის შეცდომა და არ პასუხობს ჩვენს ინტერესებს“, -განაცხადა ტუსკმა უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან გამართული შეხვედრის შემდეგ.
შეგახსენებთ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ითვალისწინებს ორხაზოვანი გაზსადენის მშენებლობას ბალტიის ზღვის გავლით, რომელიც რუსეთს პირდაპირ დააკავშირებს გერმანიასთან და მისი წლიური გამტარუნარიანობა იქნება 55 მილიარდ კუბური მეტრი გაზი. აღნიშნული პროექტის წინააღმდეგ გამოდიან ევროკავშირის ცალკეული ქვეყნები, უკრაინა და აშშ.
კოკა კვირკველია