Samsung-მა ინდოეთში სმარტფონების უმსხვილესი საწარმო გახსნა

სამხრეთ-კორეულმა ელექტრონიკის მწარმოებელმა კომპანიამ Samsung Electronics-მა ინდოეთში სმარტფონების უმსხვილესი საწარმო გახსნა.

„საწარმოს გახსნის ცერემონიაში მონაწილეობდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნარედრა მოდი, რომელმაც საზეიმოდ გაჭრა ლენტი. საწარმო ქალაქ ნოიდეში გაიხსნა, რომელიც შტატ უტარ პრადეშში მდებარეობს. ახალი საწარმოს გახსნა მოხდა პროექტის „შექმენი მსოფლიოსთვის“ ფარგლებში, რომლის მიზანია ინდოეთში წარმოებული პროდუქციის ექსპორტირება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.

ახალი ობიექტის გახსნით კომპანია გააორმაგებს სმარტფონების წარმოებას ინდოეთში არსებული 68 მილიონიდან 120 მილიონ ერთეულამდე წელიწადში. Samsung-ი ინდოეთში სმარტფონებს 2007 წლიდან აწარმოებს.

კოკა კვირკველია