„ეს არის ბიზნესისთვის დამაზიანებელი ნაბიჯი“ - „ველმონდის“ იურისტი საგანგებო სამსახურის მოთხოვნაზე

„ველდმონდის“ იურისტი საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის მოთხოვნას, რომ სასტუმრო „ველმოდნს“ (ყოფილ „ლეოგრანდს“) ექსპლუატაცია შეუჩერდეს, სასტუმროს იურისტი ბიზნესზე სერიოზულ დარტყმად აფასებს. „რეალურად ეს არის ბიზნესისთვის დამაზიანებელი ნაბიჯი“, - აცხადებს კახა წერეთელი.

როგორც იურისტი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით გაცემული იყო რეკომენდაციები, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად გადიოდნენ და სასტუმროს ადმინისტრაციას მათგან წინასწარ არანაირი გაფრთხილება არ მიუღია.

„სრულიად მოულოდნელი იყო მსგავსი კატეგორიული და მძიმე ნაბიჯი, რაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გადადგა. იმიტომ, რომ მათთან კოორდინაციაში მიმდინარეობდა მათივე რეკომენდაციების შესრულება. უამრავი რამ არის შესრულებული, ყველა ნაბიჯი მათთვის ცნობილი იყო, არ ყოფილა არანაიარი წინასწარი გაფრთხილება იმასთან დაკავშირებით, რომ რამეში გაქვთ ჩამორჩენა. ბუნებრივი პროცესია, შეიძლება ზოგიერთი საკითხის მოგვარება დროში რაღაცას ასცდეს, იმიტომ, რომ ძალიან სერიზული რეკომენდაციები იყო შესასრულებელი, რომელსაც სასტუმრო ასრულებდა. შესაბამისად, ამ ყველაფერს სასტუმრო აღიქვამს, როგორც ბიზნესისთვის ძალიან დამაზინებელ ნაბიჯს. მოგეხსენებათ სეზონის პიკია და ახლა ასეთი ადაწყვეტილების მიღება ძალიან მოულოდნელი იყო.

ჩვენ ახლა შევაჯერებთ ნაბიჯებს, შეიძლება მოვიწვიოთ ჟურნალისტები და ვანახოთ, რაც გაკეთდა და ამ საკითხზე უფრო ვრცლად ვისაუბროთ“,-აცხადებს კახა წერეთელი.

როგორც ცნობილია, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სასტუმრო და სამორინე “ველმონდის” (ყოფილი “ლეო გრანდის”) შენობის ექსპლუატაციის შეჩერებას მოითხოვა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, უწყების სპეციალისტებმა, სასტუმროსა და სამორინეში სახანძრო უსაფრთხოების მიზნით, 2018 წელს სამჯერ განახორციელეს (დეტალური, საკონტროლო და მიზნობრივი) სახანძრო-ტექნიკური შემოწმება. გაიცა 43 რეკომენდაცია, რომელთა უმეტესობა არ შესრულებულა.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძარი 2017 წლის 24 ნოემბერს გაჩნდა. ძლიერი დაკვამლიანების გამო სასტუმროდან ათეულობით მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა. ხაძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, რომელთაგან 10 საქართველოს და 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქეა, ჰოსპიტალიზებული იყო 21 ადამიანი.

ნინი ქეთელაური