აჭარა ესტონელი ჟურნალისტების ობიექტივში ხვდება

აჭა­რის გაც­ნო­ბა უცხო­ე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თვის გრძელ­დე­ბა.ამ­ჯე­რად, აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის მოწ­ვე­ვით რე­გი­ონს ეს­ტო­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი სტუმ­რო­ბენ. ისი­ნი აჭა­რის ტუ­რის­ტულ პრო­დუქ­ტებ­სა და სერ­ვი­სებს ეც­ნო­ბი­ან. მე­დი­ა­ტუ­რის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა უკვე მო­ი­ნა­ხუ­ლეს ბა­თუ­მის ძი­რი­თა­დი ტუ­რის­ტუ­ლი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბი, და­ეს­წრნენ დელ­ფი­ნე­ბის შოუს და და­ა­გე­მოვ­ნეს ად­გი­ლობ­რი­ვი კერ­ძე­ბი ქარ­თუ­ლი ფოლკ­ლო­რის თან­ხლე­ბით.

„როცა ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა გა­ი­გეს, რომ პრეს­ტუ­რით სა­ქარ­თვე­ლო­ში, კერ­ძოდ კი ბა­თუმ­ში მოვ­დი­ო­დი მი­თხრეს შე­გიყ­ვარ­დე­ბაო. ერთი დღეა აქ ვარ და უკვე ვგრძნობ რო­გორ მიყ­ვარ­დე­ბა ეს რე­გი­ო­ნი თა­ვი­სი ხალ­ხით, გემ­რი­ე­ლი კერ­ძე­ბით, არ­ქი­ტექ­ტუ­რი­თა და ულა­მა­ზე­სი ტუ­რის­ტუ­ლი ად­გი­ლე­ბით. ვფიქ­რობ, სწო­რია როცა თქვე­ნი ქვეყ­ნი­სა და რე­გი­ო­ნის რეკ­ლა­მი­რე­ბას ეს­ტო­ნეთ­ში ეწე­ვით. მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ეს­ტო­ნე­ლე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლო ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი ტუ­რის­ტუ­ლი ად­გი­ლი იქ­ნე­ბა თუ არ არის უკვე,“ ამ­ბობს ეს­ტო­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი ეია უუსი.

დღეს, ეს­ტო­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი გო­ნიო-აფ­სა­რო­სის ციხე-მუ­ზე­უმ­სა და ეთ­ნოგ­რა­ფი­ულ მუ­ზე­უმს „ბორ­ჯღა­ლო“ ეს­ტუმ­რე­ბი­ან. შემ­დეგ კი გზას მთი­ან აჭა­რა­ში გა­აგ­რძე­ლე­ბენ, სა­დაც ად­გი­ლობ­რივ ღვი­ნის მარ­ნებს, ტუ­რის­ტულ ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბებ­სა და კუ­ლი­ნა­რი­ულ მას­ტერკლა­სებს გა­და­ი­ღე­ბენ. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ობი­ექ­ტივ­ში მოხ­ვდე­ბა ბა­თუ­მის ბო­ტა­ნი­კუ­რი ბა­ღიც.

„აჭა­რის რეკ­ლა­მი­რე­ბას სა­მიზ­ნე ქვეყ­ნებ­ში ისევ ვაგ­რძე­ლებთ. დე­პარ­ტა­მენ­ტის მოწ­ვე­ვით რე­გი­ონ­ში უკვე ვუ­მას­პინ­ძლეთ 20-ზე მეტ ინფო და პრეს­ტურს, რომ­ლის შე­დე­გა­დაც სა­მიზ­ნე ქვეყ­ნე­ბის რე­ი­ტინ­გულ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში აჭა­რის შე­სა­ხებ სა­ინ­ტე­რე­სო და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი მა­სა­ლე­ბი გა­მოქ­ვეყ­ნდა. თუკი წინა წლებ­ში, მსგავ­სი ტი­პის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი აქ­ტი­უ­რად მხო­ლოდ ზა­ფხუ­ლის წინა პე­რი­ოდ­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და, ახლა ეს გრძელ­დე­ბა მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. ამ ყვე­ლაფ­რის მი­ზა­ნი კი რე­გი­ონ­ში წლის ოთხი­ვე სე­ზონ­ზე ტუ­რის­ტე­ბის მო­ზიდ­ვაა,“ გა­ნა­ცხა­და აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო ტუ­რიზ­მის სტი­მუ­ლი­რე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა მი­ხე­ილ კოპ­ლა­ტა­ძემ.

ეს­ტო­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი აჭა­რა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს მა­ყუ­რებ­ლებ­სა და მკი­თხვე­ლებს ივ­ლი­სის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­უ­ზი­ა­რე­ბენ. ისი­ნი რე­გი­ონს ხვალ და­ტო­ვე­ბენ.