1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4422 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4422 ლარი გახდა.ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4422 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4448 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0026 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8571 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8773 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0202 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.