"ოპონენტებმა გენგეგმასთან დაკავშირებით შენიშვნები ვერ წარადგინეს"

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართულო ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარე დავით უთმელიძის განცხადებით, ოპონენტებმა გენგეგმასთან დაკავშირებით შენიშვნები ვერ წარადგინეს.

მისი თქმით, ოპოზიციამ ვერ წარმოადგინა არსებითი შენიშვნები და მხოლოდ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ.

დეპუტატმა ოპოზიციას მიმართა და განუმარტა, რომ გენერალური გეგმის დოკუმენტს დეტალურად გაეცნონ და ყველა კითხვაზე მიიღებენ პასუხს.

„ჩვენმა ოპონენტებმა ვერ წარმოადგინეს კონკრეტულად გენგეგმასთან დაკავშირებით რაიმე ხარვეზები და შენიშვნები. მხოლოდ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ და დოკუმენტის გვერდების რაოდენობაზე საუბრობენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ კარგ დოკუმენტზე ვმუშაობთ, რაც ჩანასახშივე ჩანს,“- განაცხადა დავით უთმელიძემ.