მიწოდების წყვეტის მოლოდინში, ნავთობი ძვირდება

ნავთობის საერთაშორისო ბაზარი, მიწოდების წყევეტის მოლოდინშია, რის გამოც, ნედლეულზე ფასი იზრდება. ანალიტიკოსების ყურადღების ცენტრში ნორვეგიაა, სადაც მენავთობეები დღეს გაფიცვას გეგმავენ. გაფიცვის შემთხვევაში, ბაზარზე ბრენტ მარკის ნავთობის მიწოდება შეფერხდება.

ამ გარემოებათა გამო, ბრენტ მარკის ნავთობის ფასი 55 ცენტით (0.7 პროცენტით) გაძვირდა და ერთ ბარელში 78.62 დოლარს მიაღწია. ბრენტზე უფრო მკვეთრი, 1.2-პროცენტიანი ზრდა ორშაბათს დაფიქსირდა. იმავდროულად, ამერიკული დასავლეთ ტექსასური საშუალოს (ჭთI) ფასი 47 ცენტით (0.7 პროცენტით), 74.32 დოლარამდე გაიზარდა.

ასეულობით ნორვეგიელი მუშა, რომლებიც ნავთობის და გაზის ოფშორულ ჭაბურღილებზე მუშაობენ, ხელფასების გაზრდას მოითხოვენ, რისთვისაც ამ საღამოს გამაფრთხილებელ გაფიცვას გეგმავენ. ამის გამო მოსალოდნელია მინიმუმ ერთი, "კნარის" ჭაბურღილის გაჩერება, რომელიც "შელს" ეკუთვნის.

ეს ყველაფერი კი იმის ფონზე ხდება, რომ კვლავ არ არის აღდგენილი მოპოვების და მიწოდების სტაბილური პროცესი ახლო აღმოსავლეთში. ამას კი მსოფლიო ბაზარზე მიწოდების მნიშვნელოვანი დეფიციტის გამოწვევა შეუძლია, რასაც შედეგად ფასის ზრდა მოჰყვება.

შეერთებული შტატები მოითხოვს, რომ ნავთობის იმპორტიორებმა, ირანიდან შესყიდვები შეამცირონ იმ მიზნით, რომ ნოემბერში ირანიდან ნავთობის გატანა საერთოდ შეწყდეს. ირანი მსოფლიოში მეხუთე უდდსი მომპოვებელია. ბაზრიდან მისი გაძევების შემდეგ წარმოქმნილი დეფიციტი, სხვა მომპოვებლებმა უნდა შეავსონ.

ახლახანს, ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციამ (OPEჩ) გადაწყვიტა, რომ ნავთობის დღიური მიწოდების შეზღუდვა 1 მილიარდი ბარელით (1.8 მილიონიდან) შეკვეცოს. ამან ბაზარზე წარმოქმნილი დეფიციტი უნდა შეავსოს. OPEჩ-ის ლიდერი საუდის არაბეთი პირობას დებს, რომ ბაზრიდან ირანის გაძევების შემდეგ, დანაკლისის დიდ ნაწილს შეავსებს.

ანალიტიკოსები თვლიან, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ბაზარზე ნავთობის დეფიციტი ზაფხულში აქტუალურ თემდ დარჩება, ეს კი მაღალი ფასის შენარჩუნებას და მის ზრდას შეუწყობს ხელს. ამიტომ სულ უფრო მეტი ინვესტორი ხსნის ნავთობის ყიდვის პოზიციებს და ესეც ფასის ზრდას განაპირობებს.