მეწარმეებს დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში" გააცნობენ

ეკონომიკის განვითარების სამინისტრო დღეს მეწარმეებს ახალ საინიციატივო პროგრამას "აწარმოე საქართველოში" გააცნობს.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაიმართება.

მათივე განმარტებით, პროგრამის ფარგლებში მეწარმეებს შესაძლებლობა ეძლევათ, ისარგებლონ ფინანსური, ინფრასტრუქტურული და საკონსულტაციო მხარდაჭერით. შეხვედრაზე მოწვეულნი არიან "საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის" წევრი და პარტნიორი კომპანიები.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი პროგრამის დეტალებზე ისაუბრებს. ღია კარის დღეს დაესწრებიან პროგრამის მონაწილე მხარეები - კომერციული ბანკები, მეწარმეობის განვითარების სააგენტო, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების სააგენტო და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო.