აშშ დარწმუნებულია, რომ ირანისთვის ნავთობის ექსპორტის შესაძლებლობის შეზღუდვა არ გამოიწვევს მსოფლიო ბაზარზე რყევებს.
ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელს მაიკ პომპეოს აბუ დაბიდან ბრიუსელში ვიზიტის დროს ახლდა. ამ განცხადებას თავად სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
მისი განცხადებით, ირანი ნავთობისგან მიღებულ ფინანსებს ტერორიზმის დაფინანსებისთვის იყენებს, შედეგად კი აშშ-ს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი განაახლოს ირანის წინააღმდეგ სანქციები. „ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ სხვა ქვეყნებთანაც, რომ მათ უარი თქვან ირანული ნავთობის შეძენაზე და შევთავაზოთ მათ ალტერნატიული სანავთობო წყაროები“, - განაცხადა მან.
ამერიკელი დიპლომატის განცხადებით, აშშ იმისათვის, რომ ბაზარზე არ შეიქმნას ნავთობმოწოდების პრობლემა, ინტენსიურად თანამშრომლობს საუდის არაბეთთან და სხვა მოკავშირეებთან.
შეგახსენებთ, ამერიკის მხრიდან ირანზე სანქციების განახლება შემოდგომაზე მოხდება. 4 ნოემბრიდან ირანული ნავთობის შეძენა ამერიკული სანქციების დარღევევა იქნება.
კოკა კვირკველია