2018 წლის პირველი ნახევრისთვის ჩინეთში რეგისტრირებული სავაჭრო ნიშნების რაოდენობამ 16,8 მილიონს გადააჭარბა.
ამის შესახებ სააგენტო „სინჰუა“ ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სამმართველოზე დაყრდნობით წერს.
როგორც ინფორმაციაში წერია, მხოლოდ მიმდინარე წლის განმავლობაში გაცემული სავაჭრო ნიშნების ოდენობამ შეადგინა 3,6 მილიონი, რაც 57,5%-ით მეტია, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. უწყების განცხადებით, მსგავსი ზრდა განპირობებულია სავაჭრო ნიშნების პროცესის ოპტიმიზებით ჩინეთში, მათ შორის, განაცხადის დროის შეტანის შემცირების გზით.
სამმართველოს პროგნოზით, მიმდინარე წლის ბოლოსთვის ჩინეთში სავაჭრო ნიშნის რეგისტრაციაზე განაცხადის რაოდენობა ერთი წლის განმავლობაში 8 მილიონამდე გაიზრდება.
კოკა კვირკველია