მიმდინარე წლის იანვარ-მაისში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიმართ ეროვნულ ბანკში 631 პრეტენზია დაფიქსირდა.აქედან 28 შემთხვევაში მომხმარებლის პრეტენზია საფუძვლიანად მიიჩნიეს, თუმცა, პრობლემა არ აღმოფხვრილა; 251 ფაქტზე - პრეტენზიის პრობლემა მომხმარებლის სასარგებლოდ გადაწყდა და პრობლემაც აღმოფხვრილია; 9 შემთხვევაში პრეტენზიის განხილვა არ დასრულებულა; 343 ფაქტზე კი პრეტენზია უსაფუძვლოდ მიიჩნიეს.
ოფიციალური მონაცემებით, პრეტენზიები უმეტეს - 528 შემთხვევაში სამომხმარებლო სესხებს ეხება. შემდეგ მოდის მომენტალური განვადება, რომელთან დაკავშირებითაც იანვარ-მაისში 40 პრეტენზია დაფიქსირდა; 17 შემთხვევაში კი პრეტენზია იპოთეკური სესხებთან იყო დაკავშირებული.
რაც შეეხება პრეტენზიის ხასიათებს, ყველაზე მეტი - 185 პრეტენზია ადმინისტრაცია-მომსახურების საკითხთან არის დაკავშირებული; 158 - ჯარიმისა და ვადაგადაცილების საკომისიოებთან; 71 შემთხვევაში პრეტენზია - ტრანზაქციებს; 57 შემთხვევაში კი - საპროცენტო შენატანებს შეეხება.