ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.როგორც საქართველოს ეროვნული ბანკიდან იუწყებიან, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა.
მათივე ინფორმაციით, მოთხოვნამ 41 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.320 პროცენტით, მაქსიმალური 7.380 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.362 პროცენტით განისაზღვრა.