სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.როგორც საქართველოს ეროვნული ბანკიდან იუწყებიან, აუქციონში მონაწილეობა სამმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მათივე ინფორმაციით, მოთხოვნამ 70 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.450 პროცენტით, მაქსიმალური 7.470 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 7.465 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონურმა საპროცენტო განაკვეთმა 7.500 პროცენტი შეადგინა. კუპონის გადახდა წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში მოხდება.