BMW ჩინელ პარტნიორებთან ინტენსიურ მუშაობას გეგმავს

გერმანული პრემიუმ კლასის ავტომობილების მწარმოებელი კომპანია BMW AG მის ჩინელ პარტნიორთან Great Wall-თან ერთად ერთობლივ საწარმოს ააშენებს ჩინეთში, სადაც Mini-ს ავტომობილების წარმოება მოხდება.

სააგენტო Bloomberg-ის ინფორმაციით, შეთანხმების შესაბამისად კომპანიებს ქარხანაში 50-50%-იანი წილი ექნებათ და მის ასაშენებლად პირველ ეტაპზე 128,4 მილიონი დოლარის ინვესტირებას განახორციელებენ.

Great Wall-თან ერთად საწარმოს გახსნა BMW-ს საშუალებას მისცემს საკუთარი წვლილი შეიტანოს ჩინეთის ხელისუფლების ამბიციურ გეგმაში, რომელიც ელექტრომობილების ქვეყანაში რაოდენობის ზრდას ითვალისწინებს.

გარდა ახალი საწარმოსი, გერმანული კომპანია ასევე გეგმავს არსებული საწარმოს გაფათოებას, რომელსაც ის ფლობს კიდევ ერთ ჩინელ პარტნიორთან Brilliance Automotive Group Holdings-თან ერთად. გუშინ ასევე ცნობილი გახდა, რომ BMW გეგმავს თანამშრომლობის გაღრმავებას ჩინურ Baidu-სთან ავტონომიური ავტომობილების შექმნისთვის.

კოკა კვირკველია