"ჭუბერში სტიქიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ აუცილებელია ადრეული შეტყობინების სისტემების დანერგვა"

ჭუბერში სტიქიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ აუცილებელია ადრეული შეტყობინების სისტემების დანერგვა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ჭუბერში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში იყო ჩართული, განსაკუთრებით მოხალისეებს.

„ამ სტიქიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ აუცილებელია ადრეული შეტყობინების სისტემების დანერგვა, რათა შევამციროთ სტიქიისგან მიღებული ზარალის მოცულობა და უფრო ეფექტიანად შევძლოთ სტიქიასთან ბრძოლა. მიმდინარეობს სტიქიის შედეგად მიღებული ზარალის ოდენობის დათვლა და კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ყველა დაზარალებულს სრულად აუნაზღაურდება ზარალი. ამ დრომდე ჭუბერში მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები და მაქსიმალურად მოკლე დროში ჩვენ სრულად აღვადგენთ დაზიანებულ ინფრასტრუქტურას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.