აშშ-სა და ჩინეთს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა

ამერიკასა და ჩინეთს შორის უმაღლეს დონეზე მიმდინარე მოლაპარაკებები, რომელიც სავაჭრო საკითხების დარეგულირებას ეხება, ჩიხში შევიდა. ამის შესახებ Bloomberg-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ამერიკამ და ჩინეთმა მაისიდან მოყოლებული სამი შეხვედრა გამართეს ვაშინგტონსა და პეკინში. წყაროს ინფორმაციით, მოლაპარაკებები ჩიხში ამერიკის მხრიდან ამოქმედებული ახალი საგადასახადო ტარიფებისა და ჩინეთის მხრიდან საპასუხოდ გადადგმული ანალოგიური ნაბიჯის გამო შევიდა. „მათ შორის, კონტაქტი პრაქტიკულად შეწყვეტილია და ამ მომენტისთვის არ არსებობს დიალოგის განახლების გეგმა. შექმნილი სიტუაცია კი ტოვებს ნაკლებ შესაძლებლობას ორ ქვეყანას შორის გაჩაღებული სავაჭრო ომის შენელების, რომელიც ცუდად მოქმედებს ასევე მსოფლიო ბაზრებზე“ - აცხადებს წყარო.

მოლაპარაკებების საკითხზე აშშ-ის ვაჭრობის და ფინანსთა სამინისტროებში კომენტარისგან თავი შეიკავეს.

კოკა კვირკველია