ბათუმში 5-ვარსკვლავიანი Best Western Premier-ი იხსნება - როგორი იქნება სასტუმრო და საცხოვრებელი კომპლექსი (+ფოტო)

ბათუმში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Best Western Premier-ი 7აგვისტოს გაიხსნება. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ პროექტის განმახორციელებლი კომპანია „მეგა პალასის“ დირექტორმა ედუარდ ხიმშიაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, მთლიანად კომპლექსი 30-სართულიანია, სადაც პირველიდან 13-ე სართულის ჩათვლით 104-ნომრიანი სასტუმრო განთავსდა, დანარჩენ სართულებზე კი საცხოვრებელი ფართები.

bpn

რაც შეეხება პროექტის საინვესტიციო ღირებულებას, როგორც „მეგა პალასის“ დირექტორი აცხადებს, 25 მილიონი ლარია.

bpn

„სასტუმრო 7 აგვისტოს გაიხსნება და უკვე ამ დღიდან სტუმრების მიღებას შეძლებს. ეს იქნება მაღალი კლასის სასტუმრო, შესაბამისი მომსახურებით. კომპლექსში ასევე იქნება საცურაო აუზი, საბავშვო გასართობი კომპლექსი, საუნა, სპა და ფიტნესი. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 25 მილიონი ლარია“, - აცხადებს ხიმშიაშვილი.

bpn

ამასთან, კომპლექსში კაზინოც განთავსდება, თუმცა ედუარდ ხიმშიაშვილის თქმით, ამ სეზონზე მისი გახსნა ვერ ესწრება, რადგან მართვაში რომელი ბრენდი შევა, ჯერ კიდევ გადასაწყვეტია.

„ჯერ არ გადაგვიწყვეტია, რომელი ბრენდი შემოვა, ამიტომ ამ სეზონზე გახსნა ვერ მოესწრება. რაც შეეხება დასაქმებულებს, კომპლექსში 100-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება“,-აცხადებს ედუარდ ხიმშიაშვილი.

bpn

შეგახსნებთ, რომ კომპანია „მეგა პალასმა“ სასტუმრო-კომპლექსის მშენებლობა 2014 წლის ბოლოს დაიწყო.

bpn

Best Western hotels and resorts მსოფლიოში სასტუმროების ერთ-ერთ ყველაზე დიდ საერთაშორისო ქსელს წარმოადგენს, რომელსაც არაერთი ჯილდო აქვს მიღებული და 100-ზე მეტ ქვეყანაში, 4200-მდე სასტუმროს აერთიანებს.

bpn

ამ დროისთვის Best Western hotels & resorts საქართველოს ქსელში შედის რამდენიმე სასტუმრო. მათ შორის არის 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო ბათუმში BEST WESTERN PLUS, 3-ვარსკვლავიანი სასტუმრო ქუთაისში BEST WESTERN KUTAISI. ასევე, Best Western-ის ბრენდით ოპერირებს სასტუმრო ბაკურიანში BEST WESTERN PLUS Bakuriani და BEST WESTERN თბილისში.

ნინი ქეთელაური