Comcast-ი მზადაა ტელეკომპანია Sky-ში 34 მილიარდი დოლარი გადაიხადოს

ამერიკული სატელეკომუნიკაციო კორპორაცია Comcast-ი მზადაა ბრიტანულ ტელეკომპანია Sky-ის შესაძენად 34 მილიარდი დოლარი გადაიხადოს, ეს კი მისი კონკურენტი მედიაჰოლდინგის 21st Century Fox-ის შეთავაზებაზე მეტია. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.

დოკუმენტში კომპანია აღნიშნავს, რომ Comcast-ი დიდი ხანია აღფრთოვანებულია Sky-ით, რომ ის გამორჩეული ტელეკომპანიაა, რომელიც ყოველმხრივ მისაღებია Comcast-ისთვის.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის აპრილში Comcast-ი მზად იყო Sky-ის შესაძენად 31 მილიარდი გადაეხადა. ამასთან, 21st Century Fox-ში განაცხადეს, რომ ბრიტანულ მედიაში გადაიხდიდნენ 32,48 მილიარდ დოლარს. ტელეკომპანია Sky News-ის ინფორმაციით, თავად Sky-ში მზად იყვნენ მიეღოთ 21st Century Fox-ის შემოთავაზება.

მანამდე კი ბრიტანელი მარეგულირებლები და პოლიტიკოსები შიშობდნენ, რომ 21st Century Fox-ის მხრიდან Sky-ის შეძენას შესაძლოა, დიდი გავლენა მოეხდინა ბრიტანეთის მედიაბაზარზე.

კოკა კვირკველია