ეროვნულმა ბანკმა „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების წესი“ დაამტკიცა.
მათ შორის ამ წესში საუბარია, საზედამხედველო კაპიტალის მინიმალურ ოდენობაზეც, რისი დაკმაყოფილებაც ორგანიზაციებს მოუწევთ. კერძოდ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 5 ივლისის ბრძანების თანახმად, მისო-ების საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობა 2018 წლის 31 დეკემბრამდე არანაკლებ 500 ათასი ლარი; 2019 წლის 30 ივნისამდე კი არანაკლებ 1 მლნ ლარი უნდა იყოს.
„ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ვალდებულნი არიან: მათ შორის აწარმოონ გამჭვირვალე, უტყუარი და სრული ფინანსური ანგარიშგება, დაიცვან საჯაროობის პრინციპი; არ დაუშვან თავიანთი განაღდებული კაპიტალის და სარეზერვო ფონდის შემცირება ეროვნული ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე,“-აღნიშნულია წესში.